Wednesday, September 2, 2009


ბოტანიკური ბაღი არის სპეციალურად გაშენებული ბაღი, სადაც გამოჰყავთ სხვადასხვა ჯიშის მცენარეები და ატარებენ მათზე დაკვირვებებს.
მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს თბილისის ბოტნიკურ ბაღს შეუსრულდა 300 წელი (XVII საუკუნის I ნეხევარი, 1636 წელი).მან თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი განვლო. თბილისის ბოტანიკური ბაღის (ყოფილი სამეფო ბაღი) სოლოლაკის სამხრეთით მდინარე წავკისის წყლის ხეობაში მდებარეობს. ადრე ეს მცირე ფართობი წარმოადგენდა დასასვენებელ პარკს. შემდეგ კი გაშენდა 3 პატარა ბაღი: სამკურნალო მცენარეებით, ბოსტნეულითა და ხეხილით.
1845 წელის 1მაისს გრაფ ვორონცოვის ბრძანებით ამ ტერიტორიას ბოტანიკური ბაღი ეწოდა. აქ გაშენებულ ბაღს წავკისის წყალი ორ ნაწილად ყოფს. მდინარეზე რამდენიმე ხიდია გადებული. მათ შორის ყველაზე მეტად ჩანჩქერზე გადებული თაღებიანი ხიდი გამოირჩევა, რომელიც 1914 წელს გაკეთდა. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ქართველ ბოტანიკოსებთან ერთად მუშაობდნენ რუსი და გერმანელი სპეციალისტები. მოგვიანებით ბაღის ტერიტორიის გასაფართოვებლად შეიძინეს მიწები და გაშენეს ადგილობრივი და ეგზოტიკური მცენარეები.
1896-1904 წლებში ბაღი დასავლეთისკენ გაფართოვდა. 1932-1958 წლებში მას მიემატა ყოფილი მუსლუმანური სასაფლაოს ტერიტორია წავკისის წლის მარჯვენა ნაპირზე და თაბორის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდზე. აქ შემორჩენილ საფლავებს შორის აზერბაიჯანელი მწერლის მირზა ფათანის (1812-1878 წ. )საფლავია.
ბოტანიკურ ბაღს ორი შესასვლელი აქვს: ერთი ქუჩიდან, მეორე კი გვირაბის გავლით. რომელიც გაიჭრა სოლოლაკის ფერდში 1909-1914 წლებში.
თბილისის ბოტანიკურ ბაღში ფლორის 3500-მდე ნაირსახეობაა წარმოდგენილი. მათ შორისაა საქართველოს ენდემური,იშვიათი და გადაშენებადი სახეობები, რაც თბილისის ბოტანიკურ ბაღს უნიკალურს ხდის.ასევე აქ იხილავთ მცენარეებს მსოფლიოს მარავლი კუთხიდან: ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან, ჩრდილო ამერიკიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, ჰიმალაის მთებიდან, ციმბირიდან.. ასევე უიშვიათეს მცენარეს როგორიცაა- მოღვინისფრო პიონი ” მაიკო” და იბერიულ ირისს, რომლებიც ბუნებაში აღარ გვხვდებიან. მცერაეები წელიწადის სხვადასხვა დროს ყვავიან, მთ შორის არის ჩინური ხიმონანტუსი ,რომელიც ზამთარში ახარებს მნახველს, რადგან ყვავილობს. შეგიძლიათ იხილოთ ჯუჯა ფიჭვები, ცრატყავა, უთხოვერი, რომელსაც წითელ ხესაც უწოდებენ. ადგილობრივი მცენარეების ასეთი მრავაფეროვნება განპირობებულია ბაღის სხვადასხვა რელიეფური და მიკროკლიმატური პირობებით. აქვე გვხვდება ცხოველთ სამყაროს წარმომადგენლებიც: მელიები, ტურები, ზღარბები, ციყვები, კუ, გველები და ა. შ



თბილისის ბოტანიკური ბაღი სატატუსით სამეცნიერო-კველვითი ინსტიტუტია. ბაღში ფუნქციონირებს მცენარეთა ინტროდუქციის, მცენარეთა კონსერვაციის, მეყვავილეობის ეკოლოგიურ-საგანმანათლებლო განყოფილებები, მეთესლეობის ლაბორატორია, ბიბლიოთეკა,მუზეუმი. ბაღი აღჭურვილია თანამედროვე საინფორმაციო საშუალებებით.
XX საუკუნის 30-იან წლებში თბილისის ბოტანიკურმა ბაღმა ფართო მასშტაბით გაშალა კვლებითი სამუშაოები ბოტანიკის, მცენარეთა ფიზიოლოგიის მცენარეთა სელექციის მცენარეთა დაცვის სახით.
ყოველივე ამან დასაბამი მისცა ბოტანუკური ბაღის ბაზაზე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფორმირებას. 1934 წლიდან ბაღს გამოეყო ბოტანიკის ინსტიტუტი, რომელსაც გადაეცა ჰერბარიუმი, ბიბლიოთეკა, მცენარეთა ფიზოოლოგიის ლაბორატორია და მცენარეთა სელექციის განყოფილება.
დამოუკიდებელ კვლევით ინსტიტუტად ჩამოყალიბდა მცენარეთა დაცვის ინსტიტუტი,ზოოლოგიის ინსტიტუტი, მემინდვრეობის ინსტიტუტი და საქართველოს სასელექციო სადგური.




ბოტანუკური ბაღის ტერიტორიაზე ვესტუმრეთ სხვადასხვა განყოფილებებს, მათ შორის :
კავკასიური ენდემური ჯიშები
დეკორატიული მცენარეები
ორანჟერეა მცენარეთა კონსერვაცია-თესლის ბანკი. დათესვა ჰერბარიუმი- სადაც გავეცანით ჰერბარიუმის დამზადების ტექნოლოგიას

ჯგუფშის წევრები:მარიამ ჭილაია, მარიამ მგელაძე, დავით გულუა, ირაკლი ჩოჩელი, შოთიკო ჭაჭუა, გიორგი ღონღაძე, დავით ნათაძე, ნინო ხაჭიპერაძე.
ჯგუფის ხელმძრვანელი: ლია ოსიაშვილი,ნინელი ბოგვერაძე,ელენე ფირცხალავა(თბილისის 52-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კასისი მასწავლებელი)